მოგეხსენებათ, ყველას გვიყვარს ჩვენი მაგიდების უჯრების სიღრმეებში ხანდახან ჩაძრომა და ისეთი ნივთების აღმოჩენა, რომელთა არსებობა აღარც გვახსოვდა… მე ძალიან მიყვარს. დღეს შევძვერი ერთერთ უჯრაში და ვიპოვე ჩემი ძველი ბლოკნოტი, რომელშიც ეწერა ჩემი ლეეექსი… : ) ხოდა ეს ლექსი დიდი კი არაფერია, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ არაფერი არ მოგივათ, თუ წაიკითხავთ… : )

დღე არის ერთი უბრალო,
მზიანი, ბარაქიანი,
საყვარლის მოსაგონარი,
გულისთქმის ამოთქმიანი,
სიჩუმეც ვითომ არ არის,
თან არის, ვერ გამიგია.
ხომ ვთქვი, უბრალო დღე არის
გინდ ყოფილა და გინდ არა,
ერთი უშნო ხე უყურებს
ამ ჩემს უფარდო ფანჯარას.
ნეტავი, რატომ არ ჭრიან,
რისთვის დგას, რა ხეირი აქვს?
ჯობს, სხვა რამეზე ვიფიქრო,
იდგეს ხე, ჩემი რა მიაქვს…
Ricardo Cámpoli Said:
on June 10, 2008 at 1:54 am
Es sencillamente excelente tu espacio.
Te felicito por el trabajo tan bello y artítstico de la presentación.
Sería de mi agrado que puedas darme una traducción del poema que ofreces aquí. Te invito a mi pequeño espacio: http://www.juanbosco.wordpress.com y http://www.juanmelchorbosco.blogspot.com
Dios te bendiga
Ricardo sdb
Raycher Said:
on June 10, 2008 at 6:54 am
რაიო, რაიო? O_o
tako Said:
on June 10, 2008 at 4:06 pm
mec agmovachine amis cin merve klasshi dacerili ragac e.w. “dgiuris” magvari da imdeni ram gamaxsenda… bevri vicine
xshirad shedzveri xolme ujrebshi. ikneb kidev ipovno rame da dade:)
siamovnebit cavikitxavt:):) 
dodka Said:
on June 10, 2008 at 7:43 pm
მე კიდევ გადავყარე ამასწინათ ეგეთები.
არადა ყოფილიყო,რ ას მიშლიდა…
Raycher Said:
on June 10, 2008 at 9:59 pm
შენ ბეჯითი წესრიგიანი გოგო ყოფილხარ, მე არაფერს არ ვყრი, უჯრის ბოლოში ვტენი ხოლმე დ მერე რაღაცას რომ ვეძებ ვპოულობ… : )
L"emo"N Said:
on June 13, 2008 at 1:52 pm
ეგეთი ხე ჩემს ფანჯარასთანაც არის… ალბათ, რომ მოჭრან ვიტირებ… ძალიან მიყვარს,თან ისეთი ბებერია მეცოდება
მეც გადავქექე ჩემი უჯრები იქნებ რამე აღმოვაჩინო-მეთქი მარა….მერე გამახსენდა რომ არასოდეს დამიწერია არაფერი ჰეჰ ….
ხოდა ამ ლექსზე რა მოგახსენო… ჯანმრთელობის სამინისტრო მართალი ყოფილა (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს)…
ხოდა …გადავწყვიტე, აღარასოდეს აღარ წავიკითხო შენი ჩანახატები, თორე დეპრესიებში და პესიმიზმში ვვარდები…
…თან ეს ყავაც გათავდა…
Raycher Said:
on June 13, 2008 at 3:51 pm
როგორც გენებოთ… : )
მიდგომა ყველას თავისებური აქვს : )
ისე მეც მიყვარს ყვა….
შავი…