Persepolis…

დღეს ვუყურე ამ შესანიშნავ ანიმაციას, სადაც ერთი ხელის მოსმით, მოკლედ და კონკრეტულად აღწერილია მთელი დავიდარაბა ირანული უახლესი ისტორიისა. ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა, წესწყობილება და სიბნელე თავის მკვეთრ კვალს ტოვებს ახალგაზრდა ქალის ცხვრებაზე, რომელიც გამოექცა თავის ქვეყანას, თავშესაფარი ვერსად ნახა და უკან დაბრუნებულმაც ვერ დააღწია თავი იმ საშინელ განცდებს, რომლებიც მასში ბავშვობაში განცდილმა უბედურებებმა გამოიწვია. ომი, ჯანყი, რევოლუცია, ბიძის დაღუპვა, ეს ყველაფერი ძალიან პატარამ გადაიტანა და იმდენად თავისებური გახდა, რომ საერთოდ დაკარგა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში. ჩემი აზრით ღირს ყურება ამ ფილმისა, რადგან ძალიან კარგადაა წარმოჩენილი თუ როგორი ბნელი და განუვითარებელი შეიძლება იყოს სწორედ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს მოწოდების სიმაღლეზე ხედავს და როგორ ისრისებიან მათ ქვეშ ისეთი უბრალო და უდანაშაულო ადამიანები, როგორიც ამ ფილმის მთავარი გმირია

აუ, რამდენი ხანია მაგ ანიმაციის ნახვა მინდა და ვერ ჩავუჯექი…
რაღაც ნაწყვეტი მაქვს ნანახი ტელევიზორში და დამაინტერესა მაშინ…
უნდა ვნახო.
Sweet Baby Girl
სექტემბერი 2, 2008 at 5:44 pm
ძალიან კარგი რამეა… : )
Raycher
სექტემბერი 3, 2008 at 12:23 pm
wow, იმ დღეს იყო ტელევიზორში და მაგრად ვისიამოვნე.
კარგი ფილმია, და საერთოდ საინტერესო და მძიმე თემაა.
Dv0rsky
მაისი 31, 2009 at 7:27 am